ლელა წურწუმიას ახალი კლიპი ზურა მანაგანაძის ცნობილ სიმღერაზე „გიორგობის თვე“ ახლახან, 6 მაისს გამოვიდა. „იუთუბზე“ ატვირთვის შემდეგ ის ტრენდების ათეულში მოექცა, ამჟამად კი, მესამე პოზიციას იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუთუბზე“, საქართველოს მასშტაბით, ლელას ახალი ვიდეორგოლი სამეულში შედის და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ვიდეოა ამჟამად. ის უკვე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
კლიპში ლელა წურწუმია შეუდარებლად გამოიყურება. განსაკუთრებულია მისი ერთ-ერთი ჩაცმულობა, შავ ფერში, როდესაც შავ ბოდეზე ამავე ფერის გამჭვირვალე კაბა აქვს მორგებული. ლელას ამ ფოტომ ათასობით მოწონება დააგროვა და კიდევ ერთხელ განამტკიცა აზრი, რომ მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია. ფოტო, რომელიც მომღერლის სოციალურ ქსელში განთავსდა, მის ქალიშვილს, მარიამ მამულაშვილს ეკუთვნის. კლიპი კი ნესტან სინჯიკაშვილმა განახლებულ სამხატვრო აკადემიაში გადაიღო.