ლელა წურწუმია ახალ კლიპს განახლებულ სამხატვრო აკადემიაში იღებს

0
514

ლელა წურწუმია თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალ კლიპს შესთავაზებს. მან „ბრავო რეკორდსში“, ნონ-სტოპთან ერთად, ზურა მანაგაძის ძველი სიმღერის „გიორგობის თვე“ ახალი ვერსია ჩაწერა და ვიდეორგოლს სწორედ ამ კომპოზიციაზე შემოგვთავაზებს.

ვიდეოს რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ოპერატორი – ბუდა, პროდიუსერი – კახა მამულაშვილი.

კლიპის გადაღებები განახლებული სამხატვრო აკადემიის შენობაში მიმდინარეობს. კახა მამულაშვილი და ლელა წურწუმია ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან გიგა გუგუშვილს.

ვიდეოში ლელა წურწუმიას აცვია შავი კაბა, რომელიც დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ნახელავია. ვარცხნილობა გიორგი ელიაძის შექმნილია.

საინტერესოა, რომ ფოტო, რომელიც კლიპის გადაღებიდან გავრცელდა, მომღერლის ქალიშვილმა, მარიკო მამულაშვილმა გადაიღო.

კლიპის პრემიერა 6 მაისს, ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემაში შედგება.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here