ლელა კილაძემ საკუთარი ქალიშვილი პირველად “ეკა ხოფერიას შოუში“ გამოაჩინა. გადაცემის სტუმარი ვახო რჩეულიშვილი იყო, რომელმაც ტრინიტის შესახებ ისაუბრა. როგორც ლელა კილაძემ აღნიშნა, ვახო რჩეულიშვილი სუპერ ბაბუაა.
“პირველად ვნახე, როცა კაცი პატარა ბავშვს ასე უვლის. ტრინიტი ძალიან პატარა დაიბადა და ვახო ყველაფერში მეხმარებოდა. მამაჩემი და ვახო წლების მეგობრები არიან და დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. შემდეგ უკვე მე და გუკა შევხვდით ერთმანეთს და გავხდით ერთი ოჯახი. ერთადერთი სურვილი მაქვს, მაიას და გუკას თავისუფლება, იმედი მაქვს მალე ვნახავ“ – განაცხადა ლელამ.
https://www.facebook.com/ekakhoperiatalkshow/videos/872100396263794/