უკვე თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლეიტონ მისტერი და ადამ ბროდი მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი შვილი მიმდინარე წლის 4 აგვისტოს შეეძინათ, თუმცა მსახიობები ცდილობენ, რომ მათი პატარა ჟურნალისტებისგან დაცული იყოს ამიტომაც არც ბავშვის ფოტოებს აქვეყნებენ სოციალლურ ქსელებში და უფრო მეტიც, ამ დრომდე არც მისი სახელი იყო ცნობილი.
გამოცემების ცნობით ცოლ-ქმარმა პატარას არლი დეი დაარქვა, რასაც დიდი განხილვა მოყვა ინტერნეტში. ზოგიერთი ინტნერნეტგამოცემა მსახიობებს გემოვნებას უწუნებს და ახალშობილის სახელს აკრიტკებს, მაგრამ ეს ფაქტი ლეიტონსა და ადამს ალბათ ყველა ნკლებად აინტერესებთ.
ბროდისა და მისტერის ურთიერთობა უკვე სამ წელიწადს ითვლის. ვარსკვლავებმა ერთმანეთი 2012 წელს, “The Oranges”-ის გადაღებებზე გაიცნეს და ერთი წლის შემდეგ მათი ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი, 2014 წლის თებერვალში კი დაქორწინდნენ.
ლეიტონი და ადამი შესანიშნავად უთავსებენ ერთმანეთს კარიერასა და პირად ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი მუდმივად გადაღებებით არის დაკავებული, ისინი ოჯახისთვის დროს მაინც პოულობენ და დაკისრებულ მოვალეობას ფანტასტიურად ართმევენ თავს.