ლეიდი გაგა ნიუ იორკის ქუჩებში, ლიფის გარეშე დააფიქსირეს…

0
3427

რომ არა გამჭვირვალე მაისური, რომლიდანაც გაგას მკერდი შეუიარაღებელი თვალისთვისაც იოლად შესამჩნევი იყო, პოპ ვარსკვლავის ჩაცმულობა და ქცევა არაფრით გამოირჩეოდა “უბრალო მოკვდავების“ ქცევებისგან. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს მომღერალი ცდილობდა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა, როდესაც ხარ პოპ ვარსკვლავი და ასეთი გამჭვირვალე მაისური გაცვია, თანაც ლიფის გარეშე, ამაზე ოცნებაც ზედმეტია.

შეგახსენებთ, რადმენიმე დღის წინ, მომღერალმა და მსახიობმა დაადასტურა, რომ ბრედლი კუპერის ახალ კინოპროექტში, მთავარი როლი მიიღო. ამ როლზე მან არც მეტი არც ნაკლები, ბიონსე ჩაანაცვლა. 1937 წლის ფილმის “A Star is Born“ რემეიქი, ასევე ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტიც იქნება. გარდა ამისა, რამდენიმე სიმღერას, ამ ფილმისთვის თავად ლეიდი გაგა შეასრულებს.

სურათი გვიამბობს მიზანდასახული, ახალგაზრდა მომღერლის ისტორიას, რომელიც  ჰოლივუდში ჩადის და უკვე გამოცდილ, ოდესღაც პოპულარულ ვარსკვლავთან იწყებს თანამშრომლობას.

“მე აღფრთოვანებული ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა, ვითამაშო ბრედლი კუპერთან ერთად ფილმში, რომლის რეჟისორიც თავად ბრედლია, ის ბრჭყინვალე ხედვის მქონე არტისტია“ – წერს ტვიტერზე ლეიდი გაგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here