„ლეგო 2“-ის დახურული ჩვენება მედიისთვის

0
888

5 თებერვალს „გალერია თბილისში“ „ლეგოს“ მეორე ნაწილის პრესჩვენება გაიმართა. ანიმაციური ფილმი, სათავგადასავლო კომედია, რომლის პირველი ნაწილი 2014 წელს გამოვიდა, მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, მათ შორის, თაყვანისმცემლები საქართველოშიც ჰყავს. მისი კიდევ ორი ფილმი 2017 წელს ნახა მაყურებელმა, 2019 წლის 8 თებერვალს კი „ლეგო 2“-ის მსოფლიო პრემიერაა დაგეგმილი, რომელსაც საქართველოც უერთდება, თუმცა ფილმის პრემიერას ერთი დღით ადრე 7 თებერვალს შემოგვთავაზებს.

„ლეგო 2“-ში მთავარი ამბები პირველი ფილმიდან ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ვითარდება.

მისი შემქმნელები „ლეგოს“ მეორე ნაწილისგან ისეთივე წარმატებას ელოდებიან, როგორი აღიარებაც თავის დროზე მისმა პირველმა ნაწილმა მოიპოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here