ლეა მიშელი და მეთიუ პეტსი დაშორდნენ

ორწლიანი რომანის შემდეგ მსახიობმა ლეა მიშელმა და მისმა ბოიფრენდმა მეთიუ პეტსმა მეგობრებად დარჩენა ამჯობინეს. წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს კლიპის გადაღებებზე გაიცნეს. მანამდე კი როგორც იცით ლეა მუსიკალური სერიალის “Glee-ს მსახიობ კორი მონტეიტის ხვდებოდა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა.

რაც შეეხება ლეას და მეთიუს, Insider-ის ინფორმაციით ლეა მეგობრების გარემოცვაშია, ისინი ერთმანეთს ყველაფერში მხარს უჭერენ. ამასთან, ლეა კონცენტრირებულია კარიერაზე, ახალ სიმღერებს წერს და უახლოეს მომავალში მას რამდენიმე სატელევიზიო პროექტშიც ვიხილავთ.

Scroll to Top