ლეა მიჩელის სექსუალური ფოტოსესია ჟურნალ Marie Claire-ისთვის

0
28

ჟურნალ Marie Claire-ის ნოემბრის მთავარი გმირი მუსიკოსი და მსახიობი ლეა მიჩელი გახლავთ. ყველა გამოცემა თანხმდება, რომ 29 წლის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია და ამაში ჟურნალისთვის გადაღებული სექსუალური ფოტოების ნახვის შემდეგაც დარწმუნდებით.

ლეა გამოცემასთან ინტერვიუში ახალი გამოწვევების შესახებ საუბრობს. მსახიობი “Glee”-ს დასრულების შემდეგ ახალ სატელევიზო შოუში იღებს მონაწილეობას, რომლის სახელიც “Scream Queens” გახლავთ. წარმატებული კარიერის პარალელურად კი მიჩელის ცხოვრებაში ახალი მამაკაცია – მეთიუ პითზი. წყვილი უკვე წელიწადზე მეტია ერთადაა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ.

მეთიუსა და ლეას ურთიერთობის დასაწყისში ყვითელი გამოცემები მათ რომანს დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებდნენ და გამუდმებით ეძებდნენ სკანდალურ ინფორმაციას მათ შესახებ, თუმცა წყვილის რომანიც იმაზე მტკიცე აღმოჩნდა ვიდრე ტაბლოიდები იფიქრებდნენ…