ლაშა რამიშვილი საბავშვო „სლავიანსკი ბაზრის“ ჟიურის წევრად მიიწვიეს

0
2601

„სლავიანსკი ბაზარი“ როგორც ბავშვებს, ისე დიდ კონკურსანტებს შორის რამდენიმე ათეული წელია, რაც მიმდინარეობს. ის ბელორუსში ტარდება და საკმაოდ ცნობილი მუსიკალური კონკურსია.

2010 წელს ქართველი მსახიობი, მომღერალი და რადიოწამყვანი, ლაშა რამიშვილი, ვიტებსკში ამ კონკურსის მონაწილე გახლდათ, მიიღო პირველი ადგილი და ვლადიმერ მულიავინის სახელობის პრემია. 2016 წელს, ფესტივალის 25 წლის იუბილეზე, საპატიო სტუმარი გახლდათ, ხოლო წელს ჟიურის წევრად მიიწვიეს საბავშვო „სლავიანკსი ბაზარზე“.

2017 წლის გამარჯვებული ბელორუსი მონაწილე გახდა. ქართველი კონკურსანტი, ელენე ივანიძე კი (პედაგოგი: ლიკა რამიშვილი) რამდენიმ ეპრიზით დაჯილდოვდა, მათ შორის აშშ-ში ერთთვიანი მასტერკლასით, ბელორუსი კომპოზიტორის სიმღერიღ და ასევე სრული დაფინანსებით მაკედონიის საბავშვო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მონაწილეები ზემოხსენებულ მუსიკალურ კონკურსზე ჯემალ და მანანა სეფიაშვილების ხელშეწყობით დადიან. სწორედ ისინი უწევენ ორგანიზებას საქართველოში ამ კონკურსისთვის კანდიდატურების შერჩევას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here