ლაშა კურტანიძეს ახალი შეყვარებული ჰყავს

0
2678

მსახიობი ლაშა კურტანიძე შეყვარებულია, მისი რჩეული ანუკი გოგიაშვილია. კურტანა ანუკისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს და არც თბილ პოსტებს იშურებს. სარძლო კურტანას დედასაც მოსწონს, რასაც მისი კომენტარებიც ადასტურებს. ლაშა კურტანიძე რამდენიმე თვის წინ, ლევან როსტოშვილთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის საქმეზე დააკავეს და ის სასამართლომ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მაშინ ლაშას შეყვარებული, ხატია სტეფნიაშვილი იყო, რომელიც საყვარელ მამაკაცს, პატიმრობისას გვერდით ედგა, როგორც ჩანს ლაშა და ხატია დაშორდნენ. თუმცა რა გახდა ამის მიზეზი უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here