ლაშა ღლონტის ქალიშვილს ქორწილში 7 000 ლარიანი კაბა ეცვა

0
117

ბევრჯერ გვითქამს, რომ ქართული შოუბიზნესი მკვდარია, მომღერლები კონცერტებს ვერ მართავენ, ახალ სიმღერებს ვერ წერენ, რაც იმას იწვევს, რომ მომღერალს არ გააჩნია საკუთარი საქმით ირჩინოს თავი.

თუმცა ასე არ ხდება ყველა მომღერლის ცხოვრებაში. სწორედ ახლა, ლაშა ღლონტის ქალიშვილი გათხოვდა, რომელსაც 7 000 ლარიანი კაბა ემოსა და ქორწილში უამრავი ადამიანი დაპატიჟეს. სოციალურ ქსელში უამრავი კადრი გავრცელდა მისი ქალიშვილის, ანა ღლონტისა და თორნიკე მაისურაძის ქორწილიდან. როგორც ეკა ხოფერიას პოსტიდან ვიგებთ, წყვილმა ერთმანეთი სწორედ მის გადაცემაში გაიცნეს – “ანი და თორნიკე, გილოცავთ, მიყვარხართ! ერთმანეთი ჩემს გადაცემაში გაიცნეს სწორედ სიმღერის დროს და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მათი ქორწილით და სიყვარულით.“

ლაშა ღლონტმაც არ დააყოვნა სოციალურ ქსელში ქორწილში მიწვეულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა: “დიდი მადლობა ეკა ხოფერიას, თაკო დოლაბერიძეს, დათო გომართელს, მერაბ სეფაშვილს, გიო ხუციშვილს, მაიკო ჯორჯაძეს, ეკა კვალიაშვილს, ნატო მეტონიძეს, დათო არჩვაძეს, ნინი ბადურაშვილს, ნატო გელაშვილს, ლიზა ბაგრატიონს, დათუნა სირბილაძეს, ნუკა მარგველაშვილს, დათო ნოზაძეს, ნიკუშა კირვალიძეს, გიგა აბესაძეს, ნათია პერანიძეს, კახა გრიგალაშვილს, აჩიკო გოგიტიძეს, დათუნა თამაზაშვილს, გელა დონაძეს, აჩიკო ბერიძეს, “თეატრალურის კვარტეტს“, “ალილოს“, “ჰერიოს“, კოტე ლომიძეს, ბექა ოდიშარიას, დათო კვირტიას, კომპანია “ტორტინს“ რესტორან “გუჯარს“ ასევე ტელეიმედს და “ეკა ხოფერიას შოუს“, მუსიკოსებს, გამნათებლებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს, მომსახურე პერსონალს და ყველა ჩემს მეგობარს ასეთი თანადგომისა და საუკეთესო ქორწილის ორგანიზებისათვის.“

[fbvideo link=”https://www.facebook.com/100001103923806/videos/1074457332601054/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here