ლამარ ოდომი კომიდან გამოვიდა – ინტერნეტგამოცემების ცნობით კალათბურთელი გონს 17 ოქტომბერს, ამერიკის დროით საღამოს 4 საათზე მოვიდა გონს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია.
ერთ-ერთი ტაბლოიდის ინფორმაციით, მაშინ როდესაც ოდომი კომიდან გამოვიდა მის გვერდით მისი ყოფილი მეუღლე – ქლოე კარდაშიანი იყო. როგორც გამოცემასთან უცნობი წყარო ამბობს ლამარმა გამოღვიძების შემდეგ ქლოეს შემდგი სიტყვებით მიმართა – “ეი პატარა“, რის შემდეგაც მას კვლავ დაეძინა.
35 წლის კალათბურთელის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ოდომი აღარ იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ლამარის გვერდით ამ დრომდე რცებიან მისი შვილები, ნათესავები და მეგობრები…