ლალი ტოტიკაშვილი: „არ ვეთანხმები, რომ ქალს ასაკში ნაოჭი უხდება“

0
466

ლალი ტოტიკაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის მოვლის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს: „არ ვეთანხმები, რომ ქალს ასაკში ნაოჭი უხდება, თუმცა არც ძალიან გადაჭიმული სახეები მომწონს, როცა ადამიანის გამომეტყველებიდან არანაირი ემოცია არ მოდის. ამიტომ ვამბობ, თუ სჭირდება ქალს, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ბოტოქსიც, ტუჩის დაბერვაც და ცხვირის კორექციაც. ოღონდ ზომიერად და არა ისე, დღეს ყველა ერთმანეთს რომ დაემსგავსა.

სახის პროცედურის ჩატარება სულ რამდენიმე წელია, დავიწყე და ვფიქრობ, 25 წლის რომ ხარ, ბოტოქსი ძალიან ადრეა. თუ ვინმეს აქვს პრობლემა და ეს ხელს უშლის თვითრეალიზებასა და ბედნიერებაში, რასაკვირველია, ქირურგიულ ჩარევასაც უნდა მიმართოს, მაგრამ როცა ეს არ გჭირდება და მაინც ექსპერიმენტზე მიდიხარ, ამას არ ვამართლებ. კიდევ ვამბობ, ვიზუალურად ყველა ისე ემსგავსება ერთმანეთს, რომ ინდივიდუალურობა დაკარგეს. ხშირად სახეები ერთმანეთში მერევა“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here