ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ახალი სახლი იყიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, თავად დაწერა და ახალი სახლის აივანზე გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. “ახალი სახლი, ახალი ცხოვრება” – წერს მოროშკინა. სახლის შეძენა ლალის მეგობრებმა მიულოცეს და მასთან სტუმრად მისვლაც მოასწრეს. ლალი მოროშკინას ახალი სახლი ბაგებში მდებარეობს.