Kylie Jenner-ს ბოიფრენდმა ძვირადღირებული მანქანა აჩუქა

0
76

Kylie Jenner-ს წლევანდელი დაბადების დღე ალბათ არასდროს დაავიწყდება – რეალითი შოუს ვარსკვლავს ამისთვის მინიმუმ ორი მიზეზი აქვს. პირველი ის გახლავთ, რომ გოგონას 18 წელი შეუსრულდა. რაც შეეხება მეორე მიზეზს – ეს მისი ბოიფრენდი Tyga, უფრო ზუსტად კი მის მიერ ნაჩუქარი საჩუქარი გახლავთ.

Jenner-მა 9 აგვისტოს 18 წლის იუბილე აღნიშნა – წვეულება მეგობრების და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატარა და არაერთი საჩუქარიც მიიღო, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული Ferrari 458 გახლავთ, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ მისმა მეგობარმა ბიჭმა – რეპერმა Tyga-მ უსახსოვრა.

მანქანა 2015 წლის მოდელი გახლავთ და მისი ფასი 260 000 დოლარს აჭარბებს. ამიერიდან კი თეთრი ფერარი სწორედ Kylie-ს საკუთრებაში გახლავთ. თუმცა ეს ერთადერთი საჩუქარი არ გახლავთ, რომელიც ვარსკვლავმა თავისი რჩეულისგან დაიმსახურა. როგორც გამოცემები წერენ რეპერმა გოგონას კიდევ რამდენიმე ძვირადღირებული საჩუქარი უსახსოვრა.

რაც შეეხება თავად Kylie-ს – გოგონა წვეულებაზე ახალი იმიჯით იწონებდა თავს. სულ ახლახანს მან ახალი იმიჯი მოირგო და ქერა თმით გვევლინება. საკუთარ დაბადების დღეზე კი ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურებოდა კოქტელის შავ კაბაში, რომელსაც მისი ახალი ვარცხნილობა ძალიან უხდებოდა…


[jwplayer mediaid=”786″]