კვირას, 27 სექტემბერს ცაში ახედვა არ დაგავიწყდეთ

0
26

კვირას, 27 სექტემბერს ცაში ახედვა არ დაგავიწყდეთ. თქვენ იშვიათი და ულამაზესი მოვლენის მომსწრენი გახდებით. მთვარე დიდი და წითელი იქნება. საქმე იმაშია, რომ მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლო ორბიტის წერტილს მიუახლოვდება.

მთვარე ამ წერტილს თვეში ერთხელ კვეთავს. მაგრამ ამ წერტილის გადაკვეთა ყოველთვის არ ემთხვევა სავსე მთვარეს. ამ კვირაში კი სავსე მთვარე ჩვეულებრივზე 14%-ით დიდი იქნება. ეს ყველაფერი არ არის, სწორედ ამ დღეს დედამიწა გაივლის მზესა და მთვარეს შორის, რაც მთვარის სრულ დაბნელებას გამოიწვევს. ამ მოვლენას კი ”სისხლიან მთვარეს” უწოდებენ.

უკანასკნელად მსგავსი მოვლენა 32 წლის წინ დაფიქსირდა 1982 წელს. თუ თქვენ გამოტოვებთ ამ გრანდიოზულ ასტრონომიულ მოვლენას, მაშინ 2033 წლამდე მოგიწევთ მოცდა. ნახეთ NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო.

[jwplayer mediaid=”3447″]