კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგოს დაშორდა

0
117

კრისტენ სტიუარტი კიდევ ერთხელ დარჩა მარტო – მისი და ალისია კარგაილის რომანი 2 წლის შემდეგ დასრულდა, როგორც ტაბლოიდებთან ინტერვიუში უცნობი წყარო აცხადებს, წყვილმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო – საქმე იმაშია, რომ კრისტენს სრულიად შეშლილი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, აი ალისიას კი არ სურდა საყვარელი ქალის გამო მთელი ცხოვრება მის რეჟიმზე გადაეწყო. ისინი შეთანხმდნენ, რომ უბრალოდ, ცხოვრების ცუდ პერიოდში გადაეყარნენ ერთმანეთს – ყვება წყვილთან დაახლოებული ადამიანი.

ის პერიოდი კი როცა ალისიამ კრისტენს მიაგნო, მართლა ძალიან რთული და მძიმე იყო – “ბინდის“ ვარსკვლავი ჯერ კიდევ რობერტ პატინსონთან განშორებას განიცდიდა – მას მერე, რაც ქალმა საყვარელ მამაკაცს რეჟისორთან უღალატა, წყვილმა ურთიერთობის აღდგენა სცადა, თუმცა,რობერტმა სტიუარტისთვის პატიება უბრალოდ ვერ შეძლო და ქალი მიატოვა. კრისტენს კი სასწრაფოდ სჭირდებოდა მხარი, რომელზეც მშვიდად იტირებდა. ეს მხარი კი მის მაშინდელ ასისტენტს, ალისიას ეკუთვნოდა – ქალი, რომელიც ამჟამად პროდიუსერის საქმიანობას ეწევა, მაშინ სტიუარტს გვერდიდან არ მოშორებია. მალევე წყვილმა ერთად დაიწყო გამოჩენა, ამ დროს სტიუარტი მაინც რობერტის გამო დარდობდა და ამას ინტერვიუებშიც აღიარებდა. ფაქტი იყო, რომ მათ შორის უბრალო დაქალობა სულაც არ იყო. სამწუხაროდ ყველაფერი კარგი ოდესღაც სრულდება და სტიუარტს კიდევ ერთი განშორების გადატანა მოუწია.