კრის ბრაუნმა სასამართლო დარბაზი კმაყოფილმა და ბედნიერმა დატოვა

0
44

ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად და სწორედაც რომ კრის ბრაუნმა სასამართლო დარბაზი პირველად კმაყოფილმა და ბედნიერმა დატოვა. ნია გუზმანმა, შემსრულებლის შვილის დედამ და თავად კრისმა 1 წლის ქალიშვილმზე, როიალთიზე მეურვეობა მოსამართლის მოთხოვნით უნდა გაიყონ – როგორც სამართალდამცავი ორგანოები ამტკიცებენ, კრისი არაა ვალდებული პატარა როიალთის დედას ყოველთვიურად 15 ათასი დოლარი უხადოს, ამ თანხამ 2500 დოლარამდე დაიწია – წყვილი ხომ პატარა ქალიშვილთან თანაბარ დროს ატარებს, შესაბამისად, კრისის ფინანსური ვალდებულებები ყოფილ მეგობარ გოგონასთან ძალიან მცირეა.

პრინციპში, ანია გუზმანს მეგობარ გოგონასაც ვერ უწოდებ – ახალგაზრდა ქალბატონი კრისისა და მისი ძველი გერლფრენდის, კერუშ ტრანის ამხანაგი იყო. როგორ და რატომ მოხვდა კრისის ლოგინში, ვერ გეტყვით, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ფაქტმა ბრაუნს ურთიერთობა საყვარელ ქალთანაც გაუფუჭა, თუმცა, მამობის ბედნიერება ნამდვილად მიანიჭა.

სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ მომღერალმა ნიუ მექსიკოში, ალბუკერკეში ქალიშვილი წაიყვანა, ბექსთეიჯში მასთან ერთად თამაშს არ დასჯერდა და პირდაპირ სცენაზეც აიყვანა. მოგვიანებით ინსტაგრამაზე ფოტოც გაავრცელა – რეპერი ქალიშვილს ეთამაშება და აცხადებს, რომ მასთან ერთად გართობა ყველანაირ კლუბში წასვლას ურჩევნია. რაც რა თქმა უნდა ბევრად ამცირებს იმის შანსს, რომ კრისი ტრადიციულ არეულობაში მოხვდება, ანდა რაიმე გაუგებრობაში გაეხვევა.