კრის ბრაუნი ახალ კლიპს იღებს

0
29

კრის ბრაუნი ახლო მომავალში ფანებს კიდევ ერთი კლიპით გაანებივრებს – პაპარაცებმა შემსრულებელი ახალი ვიდეოს გადაღებებზე მაიამიში დააფიქსირეს.

ჯერჯერობით უცნობია რომელ სიმღერაზე იღებს მუსიკოსი კლიპს, თუმცა გეტყვით, რომ ნამუშევარი საკმაოდ განსახვავებული, მხიარული და ენერგიული იქნება. რამდენიმე სცენაში კი ბრაუნი მოტოციკლითაც გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კრისისა და რიტა ორას დუეტზე – “Body on Me”-ზე გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა, რომელსაც საკმაოდ კარგი შეფასებები მოჰყვა. ამ დროისთვის ნამუშევარი VEVO-ზე უკვე 19 მილიონამდე მნახველს ითვლის…