კრის ბოტი თავის მსმენელს ზაზა ფაჩულის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

0
40

ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერთა რიგებს მუსიკოსი კრის ბოტიც შეუერთდა – ლეგენდარულმა მესაყვირემ, რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულიასთან ერთად გადაღებული პოსტი გამოაქვეყნა და მსმენელს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ერთ-ერთი, რამ რაც თბილისში და ჩვენს ქართველ მეგობრებში გვიყვარს ის არის თუ როგორ გულთბილად გვიღებენ ყოველთვის, როცა აქ ჩამოვდივართ. ყოველი ქართველი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ იცნობს სხვა ქართველს, რომელსაც ასევე ჩვენც ვიცნობთ… მნიშვნელობა არ აქვს თუ მსოფლიოს რომელ ნაწილშია. ქართველი ხალხი ყოველთვის გვიჭერდა მხარს და გვინდა რომ სამაგიერო გადავუხადოთ. ჩვენს კარგ მეგობარს, ზაზა ფაჩულიას, რომელსაც ვარსკვლავური წელი აქვს და NBA ALL STAR-ის გუნდში მოსახვედრად იბრძვის. მოხარულები ვიქნებით თუ ხმას მისცემთ მას. ეს ძალიან მარტივად და სწრაფად ხდება, თქვენი აპლიკაციიდან გამოსვლა არც კი მოგიწევთ, უბრალოდ შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნეთ თქვენს რჩეულ სოციალურ ქსელში #NBAVOTE ZAZA PACHULIA.

თუ ჩვენ (დიახ, ყოველი ჩვენგანი) დაეხმარება მას ტოპ ხუთეულში მოხვედრაში, ის ავტომატურად ითამაშებს.” – წერს კრის ბოტი ფეისბუქზე…

NBA vote zaza pachulia chris botti

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here