კოტე თოლორდავას დედა გარდაიცვალა

0
3494

მსახიობ კოტე თოლორდავას დედა, ლენა ხოშტარია გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, “მიუზიკ ბოქსს” მსახიობის ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

“ლენა ხოშტარიას ფილტვებში წყალი ჰქონდა, შესაბამისად ხშირად გადიოდა კლინიკაში მკურნალობას. კოტეს გარდაცვალების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ბოლოს სახლში გადიოდა მკურნალობას და გუშინ ღამით გარდაიცვალა”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

კოტე თოლორდავა 2015 წლის 12 აპრილს, მოსკოვში სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, ის გულის შეტევით დაიღუპა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here