კორტნი კარდაშიანმა ქართველი დიზაინერის ულამაზესი შავი კაბა მოირგო

0
1306

კარდაშიანების დინასტიის წარმომადგენელმა, კორტნიმ არჩევანი კვლავ ქართველ დიზაინერზე შეაჩერა. ზოგადად, კარდაშიანები ქართველებს ძალიან წყალობენ, განსაკუთრებით, რასაკვირველია, დემნა გვასალიას, თუმცა სხვა ქართველების ნამუშევრებსაც ადევნებენ თვალს.

კორტნი კარდაშიანმა მცირე ხნის წინ გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი თხელი სათვალე მოირგო, ახლა კი მისი ახალი შავი კაბა, რომელსაც ერთი ბრეტელი არ აქვს.

ეს კაბა გიორგი ქებურიას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პირველი ნამუშევარი გახლდათ და მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here