20.8 C
Tbilisi
Saturday, September 17, 2022

კომპიუტერული ეპოქის თანამედროვე ფიროსმანი – პირველი მაღალხარისხიანი 3D ანიმაციური ფილმი საქართველოში

საუკუნეების განმავლობაში, მხატვრობა ვითარდებოდა, მარტივიდან რთულამდე. ყალიბდებოდა ახალი მიმდინარეობები, იცვლებოდა შესრულების მანერა და ხერხები. ანუ მხატვრობა დროში და სივრცეში ცვალებადია, როგორც ყველაფერი სამყაროში. განსხვავება ისაა, რომ კომპიუტერის გამოჩენამდე, პერსპექტივას მხაზველობითი გეომეტრიის კანონებით განსაზღვრული გრაფიკული მეთოდებით აგებდნენ. ამჟამად ნახატები ციფრების ანგარიშის შედეგად იგება.

დათო კიკნაველიძე 3D-ში ხატვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა არ არსებობდა ქვეყანაში არაფერი, სადაც ამ ყველაფრის სწავლას შეძლებდა, ამიტომ ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში. როგორც ამბობს, დაიბდებიდანვე იცოდა, რომ ანიმატორი უნდა ყოფილიყო. ცხოვრებაში უყვარს საინტერესო ადამიანებზე დაკვირვება და მერე მათგან ანიმაციურ პერსონაჟებს ქმნის.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველი მაღალხარისხიანი 3D ანიმაციური ფილმი მისი შექმნილია. ეკოლოგიაზე ზრუნვამ ხელოვანს შთააგონა, რომ “ჯინო“ შეექმნა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები