Kobuleti Ozone Fest, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი DDT უნდა ყოფილიყო, გაუქმდა

0
1051

Tbilisi Open Air / AlterVision-ის მიერ დაანონსებული Kobuleti Ozone Fest გაუქმდა. ამის შესახებ ორგანიზატორების ჯგუფმა სოციალურ ქსელში განცხადება ამ წუთებში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ფესტივალი 25 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. მიზეზებს ორგანიზატორები ზოგადად განმარტავენ.

DDT / Soft Eject / Green Room / მარტივი გამოსავალი (გამოუვალი მდგომარეობა) / Nemra /Asea Sool / Sevda / Vako T ფესტივალის გამომსვლელები უნდა ყოფილიყვნენ.

„მეგობრებო, როგორც იცით, 25 აგვისტოს ახალი ფესტივალის Kobuleti Ozone Fest-ის დებიუტი უნდა შემდგარიყო. ძალიან ვწუხვართ, მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო, ფესტივალის მზადების პროცესი შეფერხდა, რამაც მის ხარისხიანად ჩატარებას საფრთხე შეუქმნა. Kobuleti Ozone Fest წელს აღარ გაიმართება და ვეცდებით, ამ ფესტივალის ჩატარების იდეა უფრო კარგი დროისთვის გადავდოთ.

დიდ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც აპირებდა ფესტივალზე დასწრებას. იმედია, უცხოეთიდან მოწვეული ბენდები, DDT და Nemra, გაისად, მეათე საიბულეო Tbilisi Open Air-ზე გამოვლენ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მათ, ვინც უკვე შეიძინა Kobuleti Ozone Fest 2018-ის ბილეთები, გთავაზობთ აირჩიოთ ერთ-ერთი:

  1. ბილეთის საფასურის დაბრუნება.
  2. Tbilisi Open Air 2019-ის სამდღიანი სრული საშვი (აბონემენტი).

► I არჩევანის შემთხვევაში, ბილეთში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ 21 აგვისტოს 12:00-დან 28 აგვისტოს 18:00-ის ჩათვლით.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დაბრუნების ინსტრუქციას.

თუ ბილეთი გაქვთ შეძენილი TKT.GE-ზე:

21 აგვისტოს 12:00-დან თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ონლაინ ბილეთში, სადაც გაჩნდება ბილეთის დაბრუნების ღილაკი და დაიბრუნოთ ბილეთი. ამის შემდეგ თანხა დაგიბრუნდებათ იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ბილეთის საფასურის ჩამოჭრა.

თუ ბილეთი შეიძინეთ სალაროში, 21 აგვისტოს 12:00-დან 28 აგვისტოს 18:00-ის ჩათვლით მიბრძანდით იმ სალაროში, სადაც შეიძინეთ ბილეთი. თან იქონიეთ ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თანხა ნაღდი ფულით დაგიბრუნდებათ.

თუ ბილეთი გაქვთ შეძენილი BILETEBI.GE-ზე:

ბილეთის დაბრუნების მოთხოვნა გააგზავნეთ ელ. ფოსტაზე: support@biletebi.ge. მოთხოვნაში მიუთითეთ ელ. ფოსტის მისამართი, რომელიც დაფიქსირებული გაქვთ ბილეთის შეძენისას. თანხა დაგიბრუნდებათ იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ბილეთის საფასურის ჩამოჭრა (21 აგვისტოს 12:00-დან 28 აგვისტოს 18:00-ის ჩათვლით).

თუ ბილეთი შეიძინეთ სალაროში, 21 აგვისტოს 12:00-დან 28 აგვისტოს 18:00-ის ჩათვლით მიბრძანდით იმ სალაროში, სადაც შეიძინეთ ბილეთი. თან იქონიეთ ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თანხა ნაღდი ფულით დაგიბრუნდებათ.

თუ ბილეთი გაქვთ შეძენილი EVENTER.GE-ზე:

ბილეთის დაბრუნების მოთხოვნა გააგზავნეთ ელ ფოსტაზე: contact@eventer.ge. მოთხოვნაში მიუთითეთ ელ ფოსტის მისამართი, რომელიც დაფიქსირებული გაქვთ ბილეთის შეძენისას. თანხა დაგიბრუნდებათ იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ბილეთის საფასურის ჩამოჭრა (21 აგვისტოს 12:00-დან 28 აგვისტოს 18:00-ის ჩათვლით).

თუ თქვენ 28 აგვისტოს 18:00-მდე არ დაიბრუნებთ თანხას, ავტომატურად ჩაითვლება, რომ გააკეთეთ II არჩევანი და საჩუქრად მიიღებთ Tbilisi Open Air 2019-ის სამდღიან აბონემენტს.

Tbilisi Open Air 2019-ის სამდღიან აბონემენტს გამოგიგზავნით ფესტივალის დაწყებამდე არაუადრეს 10 დღის და არაუგვიანეს 3 დღისა. ელ ფოსტის მისამართზე, რომელიც დაფიქსირებული გაქვთ ბილეთის შეძენისას.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ ბოდიშს და გელოდებით Tbilisi Open Air 2019-ზე“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here