კლოე კარდაშიანი შესაძლოა ისევ მარტო აღმოჩნდეს, მაგრამ ამჯერად მისი მძიმე ხასიათი არაფერ შუაშია. სულ რაღაც ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც რეალითი შოუს ვარსკვლავმა ლამარ ოდომთან რომანი დაასრულა და ახალი სიყვარული ჯეიმს ჰარდენის სახით იპოვა, თუმცა მალე შესაძლოა ისიც ლამარის გზას დაადგეს.
გამოცემების ცნობით კლოემ ჯეიმსი ღალატში გამოიჭირა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ჰარდენმა არჩევანი სტრიპტიზის მოცეკვავეზე შეაჩერა. თუკი კლოეს ჯიუტი და მძიმე ხასიათის შესახებ ერთხელ მაინც გსმენიათ ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, თუ რამდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდებოდა მისთვის ეს ფაქტი.
ჯეიმსის ღალატის შესახებ სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც სოციალურ ქსელებში ფოტო გამოჩნდა სადაც ის ზემოთხსენებულ მოცეკვავესთან ერთად არის გამოსახული. მისი სახელი კი “Nelly wit da Jelly” გახლავთ.
როგორც ირკვევა სტრიპტიზის მოცეკვავემ და ჯეიმსმა ერთმანეთი ღამის კლუბში გაიცნეს, რის შემდეგაც ერთად ვნებიანი ღამე გაატარეს. სწორედ აქედან დაიწყო გაუგებრობების და სკანდალების სერიაც – ტაბლოიდები გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ კლოეს სიყვარულში არ უმართლებს და ამ ყველაფერს მის ხასიათს მიაწერენ. მაგრამ უფრო ლოგიკური იქნება თუ ყველაფერს გემოვნებას დავაბრალებთ – უმჯობესი იქნება კარდაშიანების ოჯახის წევრმა ისეთი მამაკაცი იპოვნოს ვის გემოვნებაშიც 100%-ით ჩაჯდება, ისე რომ მის რჩეულს სხვა ქალისკენ გახედვის სურვილი აღარ ჰქონდეს…