კინოენით მოთხრობილი საქართველო

0
1407

2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ეროვნული კინოცენტრი, გერმანიის კინოსმუზეუმთან

(DeutschesFilmmuseum) და კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ – “არსენალთან” ერთად, გამართავს ქართული ფილმების რეტროსპექტივას.

ჩვენებები და დისკუსიები მოიცავს კლასიკურ პერიოდს – უხმო კინოდან საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.

ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის ავანგარდული უხმო კინოს ნიმუშები, როგორებიცაა კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია” (1929 წ.) და მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი „ჯიმშვანთე”(1930 წ.).

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბჭოთა კავშირის პერიოდში დამკვიდრებულ ე.წ. ფორმალიზმსა და ცენზურის გავლენას ქართულ კინოზე. საუბარი იქნება რეჟისორების – მიხეილ ჭიაურელის, მიხეილ კალატოზიშვილის და ნიკოლოზ შენგელაიას შემოქმედებაზე. ასევე, 50-იანეთა თაობის რეჟისორებზე – თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, ოთარ იოსელიანი, გიორგი შენგელაია, ლანა ღოღობერიძე… რომელთაც ახალი სიტყვა თქვეს ქართულ კინოში.

გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა. დაგეგმილია ლექციები, შეხვედრები და მასტერკლასები ფილმების ავტორებთან.

ქართული კინოს რეტროსპექტივის პროგრამა:

1.„ბუბა” – რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე

2.„ჯიმშვანთე” – რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი

3.„26 კომისარი” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია

4.„ამბავი სურამის ციხისა” – რეჟისორები სერგო ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე

5.„ქორწილი” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე

6.„დიდი მწვანე ველი” – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი

7.„ჩემი ბებია” – კოტე მიქაბერიძე

8.„მაგდანას ლურჯა” – რეჟისორები რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე

9.„ქოლგა” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე

10.„ხაბარდა” – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი

11.„რანდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე

12.„არსენა” – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი

13.„ვედრება” – რეჟისორი თენგიზ აბულაძე

14.„მუსიკოსები” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე

15.„იყო შაშვი მგალობელი” – რეჟისორი ოთარ იოსელიანი

16.„აპრილი” – რეჟისორი ოთარ იოსელიანი

17.„შერეკილები” – რეჟისორი ელდარ შენგელაია

18.„XIX საუკუნის ქართული ქრონიკა” – რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი

19.„ნუცა” – რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი

20.„ფიროსმანი” – რეჟისორი გიორგი შენგელაია

21.„დღე” – რეჟისორი ლევან ღლონტი

22.„ზღვარზე” – რეჟისორი დიტო ცინცაძე

23.„არა მეგობობარო” – რეჟისორი გიო მგელაძე

ქართული კინოს სეანსების პარალელურად, გაიმართება წიგნის პრეზენტაცია,რომელიც ცნობილი ქართველი კონორეჟისორის – კოტე მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წიგნის ავტორია – სოსო დუმბაძე. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, წიგნი ინგლისურ ენაზე გამოიცა.

ფრანკფურტის ბიბლიოთეკა Höchst უმასპინძლებს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ანიმაციური ფილმის „ჯიბისკაცი” ჩვენებას და ფილმში გამოყენებული დეკორაციებისა და ილუსტრაციების გამოფენას.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მთავარი სტუმრის რანგში მონაწილეობის კონტექსტში, კოტბუსის ფესტივალი ფოკუსს ქართულ კინოზე აკეთებს.

13 ოქტომბერს ცნობილი ქართველი რეჟისორი – ლანა ღოღობერიძე 90 წლის ხდება. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად, გერმანული მხარე მიღებას მოაწყობს. ასევე გაიმართება ლანა ღოღობერიძის წიგნის „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება” პრეზენტაცია, რომელიც გერმანულ ენაზე ითარგმნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here