“Kings Of Leon” -ის ახალი კლიპი – “WALLS” – როდის გამოსცემს ჯგუფი ახალ ალბომს?

0
1626

სულ რამდენიმე დღეც და ზუსტად 14 ოქტომბერს, ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფი “Kings Of Leon” თავის ერთგულ მსმენელს ახალ, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომს წარუდგენს. ახალი კრებულის მოლოდინი კი ჯგუფის წევრებმა სინგლით შეგვიმსუბუქეს, სიმღერა “WALLS”, ამავე სახელწოდების ალბომის მთავარი შემადგენელი ნაწილია და მისი მოსმენა უკვე შესაძლებელია. უფრო მეტიც, გთავაზობთ ამ სიმღერის ვიდეოკლიპს, რომელიც საკუთარ იუთუბის არხზე ჯგუფმა, სულ რამდენიმე საათის წინ განათავსა.

შეგახსენებთ “Kings Of Leon”-მა ბოლო ალბომი 2013 წელს გამოსცა, რომელსაც საოცრად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც კრიტიკოსების ასევე მსმენელის მხრიდან. 3 წლიანი პაუზის შემდეგ სამხრეთელი ბიჭები კვლავ დაბრუნდნენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი კრებული ისეთივე ხარისხიანი იქნება, როგორც მისი წინამორბედები, რის საფუძველსაც ზემოთ ნახსენები სინგლი გვაძლევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here