“კიმს ეშინოდა, რომ გააუპატიურებდნენ ან სულაც მოკლავდნენ“ – რა მოხდა სასტუმროს ნომერში?

0
4027

გუშინ პარიზში, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა უცნობმა მამაკაცებმა, კიმ კარდაშიანი მძევლად აიყვანეს. როგორც გაირკვა გამტაცებლები სასტუმროში ძარცვის მიზნით შეიპარნენ და ამ შემთხვევას კარდაშიანი, ფიზიკურად უვნებელი გადაურჩა, თუმცა მომხდარმა მის ფსიქიკაზე საკმაოდ დიდი კვალი დატოვა.

დღეს პრესაში უკვე გამოჩნდა კარდაშიანის ოჯახთან დაახლოებული პირების განცხადებები. ერთ-ერთი მათგანის თქმით, კიმს ეშინოდა , რომ გააუპატიურებდნენ ან სულაც მოკლავდნენ.

“მას ეგონა, რომ გააუპატიურებდნენ ან სააბაზანოში მოკლავდნენ. ის ამ დროს სრულიად შიშველი იყო. გამტაცებლები ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ. კიმი ისტერიულად ტიროდა და ითხოვდა მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ, რადგანაც მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. იმ წუთებში, როდესაც ისინი სააბაზანოში იყვნენ, კიმი დარწმუნებული იყო, რომ მისი სიცოცხლე სწორედ აქ დასრულდებოდა. მძარცველები გამუდმებით იარაღს უმიზნებდნენ, ამიტომაც კარდაშიანს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ისინი ისე ესროდნენ ხელიც არ აუკანკალდებოდათ. როდესაც კიმის გაუთავებელმა ტირილმა გააღიზიანა, გამტაცებლებმა მას პირი აუკრეს…“

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძარცველებმა 1 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. დღეს კი გაირკვა, რომ გატაცებული ნივთების საფასური 10 მილიონ დოლარს აღწევს.

მას შემდეგ რაც ძვირფასეულობა მოაგროვეს, გამტაცებლებმა კიმ კარდაშიანი ხელ-ფეხ შეკრული, სააბაზანოში დატოვეს და სასტუმროდან მიიმალნენ. კიმმა გათავისუფლება, თავისი ძალებით, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხა.

პოლიციის ცნობით ძარცვა წინასწარ იყო დაგეგმილი და ის კარგად ორგანიზებულმა ჯგუფმა ჩაიდინა. სად იყო ამ დროს კიმ კარდაშიანის ნაქები დაცვა? როგორც ჩანს კიმი მათ არ ადანაშაულებს, რადგანაც ისინი ამ დროს კიმის დებს, კენდალს და კაილს ახლდნენ, თავად კიმი კი სასტუმროში თავს დაცულად გრძნობდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here