კიმ კარდაშიანს კვლავ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. როგორც იცით რეალითი შოუს ვარსკვლავი მეორე ბავშვს ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მას აფრთხილებდნენ, რომ კიდევ ერთი ფეხმძიმობა მის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა, ბუნებრივი გზით მშობიარობა კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა.
სანამ კიმის მეორე შვილი მოევლინება ქვეყენას, მანამდე კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და თითქმის ყოველდღიურად კარდაშიანს ახალ-ახალი სიმპტომები აწუხებს. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ კიმმა კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაიტარა და ექიმებმაც დიაბეტის ანალიზი დაუსვეს.
ვარსკვლავისთვის პირველი ორსულობა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. კარდაშიანმა საგრძნობლად მოიმატა წონაში. მას ჩვეულებრივი სამოსის ტარება უჭირდა, რადგან მთელი სხეული დასიებული ჰქონდა. მეორე ორსულობაზე თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუ არ ჩავთვლით ექიმების წინასწარ გაფრთხილებას, რომ შესაძლოა მეორე მშობიარობა მისთვის ფატალური შედეგით დასრულებულიყო. კიმმა მაინც გადაწყვიტა კიდევ ერთი შვილის გაჩენა და პრობლემებმაც იჩინა თავი…
კარდაშიანმა დაავადების შესახებ “Keeping Up with the Kardashians“-ის ახალი ეპიზოდით ამცნო საზოგადოებას. ვარსკვლავმა უსიამოვნო ამბავი ოჯახის წევრებს კამერების წინ გაუმხილა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შოუს რეიტინგისთვის გააკეთა, რაც ყვითელ გამოცემებს საბაბს აძლევს ივარაუდონ, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულაც არაა ისეთი საგანგაშო, როგორც ამას ქანიე უესთის მეუღლე ამბობს…