კიმ კარდაშიანი მეორე შვილს შობის დღესასწაულზე გააჩენს

0
16

კიმ კარდაშიანის მშობიარობის თარიღი ახლოვდება – როგორც ყვითელი გამოცემები წერენ რეალითი სოუს ვარსკვლავისა და ქანიე უესტის მეორე საერთო შვილი ქვეყანას 25 დეკემბერს, შობის დღესასწაულზე მოევლინება – ამის შესახებ თავად კიმმა ერთ-ერთ თავის ახლობელ ადამიანს გაუმხილა, რომელმაც ინფორმაცია მომენტალურად გაასაჯაროვა და ტაბლოიდებს ახალი საჭორაო მისცა.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არც ისაა გამორიცხული ვარსკვლავური წყვილის ვაჟი იმაზე ადრე დაიბადოს ვიდრე მოსალოდნელია. ასე მოხდა ნორზ უესთის შემთხვევაშიც – პატარა დაგეგმილზე ხუთი კვირით ადრე დაიბადა, რაც დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული.

ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ კარდაშიანი აპირებს მეორე შვილი ბუნებრივი გზით გააჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კიმს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და თუ ვარსკვლავი მშობიარობის ბუნებრივ მეთოდს აირჩევს მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მაგრამ ფაქტია, რომ კიმი რისკავს…