კიმ კარდაშიანი მძევლად აიყვანეს !

0
3594

მსოფლიოს ყველაზე რომანტიულ ქალაქში ვიზიტი კიმ კარდაშიანს ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ეს არც პარიზის ულამაზესი ხედებითაა განპირობებული და არც მაღალი მოდის კვირეულის შთაბეჭდილებებით. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე საათის წინ, კიმი საკუთარი სასტუმროს ნომრიდან გაიტაცეს. რეალითი შოუს ვარსკვლავი, დამღლელი დღის შემდეგ ნომერში ისვენებდა, როდესაც ის პოლიციის ფორმაში გადაცმულმა უცნობმა პირებმა მძევლად აიყვანეს.

როგორც CNN იტყობინება, გამტაცებლები ტყვეობაში მყოფ კიმს, ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ. როგორც კი ეს ამბავი ქანიე უესთმა გაიგო, მან მაშინვე შეწყვიტა ნიუ იორკში გამართული კონცერტი და მეუღლის დასახსნელად, მეორე კონტინენტზე გაეშურა.

“მომიტევეთ, გადაუდებელი ოჯახური პრობლემების გამო, იძულებული ვარ შოუ შევწყვიტო!“ – სწორედ ამ სიტყვებით დატოვა უესთმა კონცერტი და პარიზისკენ გაეშურა. სანამ ვარსკვლავური ოჯახი განსაცდელში იყო, მათი ფანები შექმნილ სიტუაციას, არცთუ ისე გაგებით მოეკიდნენ. კონცერტზე მისული ადამიანები სოციალურ ქსელებში აღშფოთებას ვერ მალავდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ალბათ ეს გასაგებიცაა, რადგანაც კონცერტზე დასასწრებ ბილეთებში მათ 300 დოლარი გადაიხადეს და მიუხედავად იმისა, რომ შოუ არ შედგა, ფული უკან არავის დაუბრუნებია. ცხადია მომღერლის ბუნდოვანი ბოდიში მსმენელების დასამშვიდებლად საკმარისი არ არმოჩნდა.

ამასობაში კი კარდაშიანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კიმი უკვე გათავისუფლებულია, ის ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მისი ემოციური მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

“კიმ კარდაშიან უესთი, პარიზში, საკუთარი სასტუმროს ნომერში, პოლიციის ფორმაში გადაცმულ 5 მამაკაცს, მძევლად ჰყავდა აყვანილი. იმ საშინელების შემდეგ რაც გადაიტანა, კიმი შოკშია, თუმცა ის ფიზიკურად არ დაშავებულა“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გაირკვა, რომ გამტაცებლები სასტუმროში, ადგილობრივი დროით, ღამის სამ საათზე შეიპარნენ. ბოროტმოქმედებმა ნომრიდან 1 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობის წაღება და მიმალვა მოახერხეს. სად იმყოფებოდა ამ დროს კარდაშიანის პირადი დაცვა (ალბათ უკვე ყოფილი) ჯერ უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here