კიმ კარდაშიანი და ქანიე უესთი შორდებიან?!

0
56

როგორც ჩანს ქანიე უესთის გამოხტომები ცუდ შედეგს გამოიღებს. საქმე  იმაშია, რომ კიმ კარდაშიანი რეპერი მეუღლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უკვე ძალიან ნერვიულობს და არ გამოვრიცხავთ თუ ოჯახური უთანხმოება განქორწინებით დასრულდება. ტაბლოიდების ინფორმაციით კიმი ამ გადაწყვეტილებამდე ქანიეს ბოლო დროინდელმა ქცევებმა მიიყვანა და მისგან მალულად განქორწინებისათვის ადვოკატსაც კი ეძებს. წყვილთან დაახლოებული პირის თქმით კიმი მთელი ძალით ცდილობს  მეუღლის დახმარებას თუმცა ის უარს ამბობს ექიმთან წასვლაზე. ფსიქიკური პრობლემები რეპერს წლების  წინაც ჰქონდა, მაშინ მას ფსიქიატრის დახმარება დასჭირდა.

ქანიეს პრობლემებს კიმის დასთან კაილი ჯენერთან დაკავშირებული დაძაბული ურთიერთობაც ემატება.  რეპერი, რომელიც სამოსს ”ადიდასისთვის“ ქმნის, ნაწყენია კაილიზე. ჯენერიმ კონტრაქტი ”პუმასთან“ გააფორმა. ”გარანტიას გაძლევთ, რომ კაილი კონტრაქტს ”პუმასთან“არ გააფორმებს . ის ჩემი ოჯახის წევრია“ – დაწერა უესთმა თვითერზე. მაგრამ  ჯენერმა იმედი გაუცრუა და  კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. თუმცა მოდელი წყენის მიზეზს ვერ ხვდება, რადგან ფიქრობს, რომ სრული უფლება აქვს არჩევანი თავად გააკეთოს.  ამის შემდეგ სიტუაციის გასანეტრალებლად უესთმა განაცხადა : “მან ხელი უკვე მოაწერა.  ვაღიარებ, რომ ცოტა გადავაჭარბე და ზედმეტად გავბრაზდი, თუმცა სინამდვილეში კაილის წარმატება, ძალიან მიხარია“.

როგორც იცით წყვილს 3 თვის წინ მეორე შვილი – ბიჭი სეინტი შეეძინათ. ამ დრომდე ისინი პატარა უესთის სურათს საზოგადოებას არ აჩვენებდნენ. ისიც გაგაოცებთ, რომ ერთი პატარა ფოტოს გამოჩენით, მათ ფულის შოვნაც არ მოინდომეს, რადგან სხვადასხვა გამოცემები მილიონებს სთავზობდნენ. და აი არ დააყოვნა კიმმაც და ინსტაგრამზე სეინტის ფოტო გამოაქვეყნა, ზედ წარწერით: “დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. ვიცი, რომ მამა მსოფლიოში ყველაზე მეტად ისურვებდა შვილიშვილი გაეცნო, ეს ფოტო სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნე.“

მიუხედავად პრობლემებისა მათ ცხოვრებაში სახალისო მომენტებიც ხდება. მაგალითად კარდაშიანმა ინსტაგრამზე კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მძინარე ქანიე უესთია აღბეჭდილი. დამღლელი შოპინგის შემდეგ რეპერს 2 წლის ნორსთან ერთად ჩაეძინა. ცოლმა კი არ დააყოვნა და გადაღლილი ქმარ-შვილის ფოტო სოციალურ ქსელში გამოამზიურა. ნორსს მანამდე შოპინგის დროს ჩაეძინა. რამაც ხელი საერთოდ არ შეუშალა კიმ კარდაშიანს შოპინგი გაეგრძელებინა. ცუდი გამოხტომების მიუხედავად ქანიე  მზრუნველი მამის როლს შესანიშნავად ირგებდა და მძინარე ქალიშვილით ხელში მეუღლეს დაჰყვებოდა.შოპინგის დასრულების შემდეგ პოპულარული წყვილი მანქანას უახლოვდებოდა, პაპარაცები მათ შეძახილებით შეხვდნენ, რაზეც ქანიე უესტმა სთხოვა ჩუმად ყოფილიყვნენ, რათა პატარა ნორსისთვის ძილი არ დაეფრთხოთ. რაც შეეხება წყვილის შესაძლო განქორწინებას, თუ ქანიემ ასე გააგრძელა სავარაუდოდ მკურნალობის კურსის შეჩერება, თავში სახლელი გაუხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here