13.8 C
Tbilisi
Wednesday, March 15, 2023

კიდევ ერთი ივენთი ბომონდისგან – რამდენად ხშირად ინიღბებიან ქართველი ვარსკვლავები?

ეს არც შუა საუკუნეების მეჯლისია და არც კონკიას მსგავსად მოსულა ვინმე სასურველი პრინცის გასაცნობად. თუმცა 21-ე საუკუნეში არისტოკრატული საღამოები, ბოლო დროს ჩვენს თანამედროვეობაში მოხშირდა, ამას ჟურნალ ბომონდის მიერ ორგანიზებული ივენთიც მოწმობს, სადაც მთავარი აქსესუარი ნიღაბი გახლდათ, ხოლო ლოკაციად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი შეარჩიეს. სანამ ივენთის შესახებ მოგითხრობთ, დაგვაინტერესა გაგვეგო რამდენად ხშირად ინიღბებიან ქართველი სელებრითები ცხოვრებაში.

საღამო ჟურნალ ბომონდის ორგანიზებით გაიმართა, რომელმაც ფრანგული ბრენდის, ლიერაკის საღამო მოაწყო. შეკრებილმა სტუმრებმა ბრენდის წამყავნი ხაზის, პრემიუმის 10 წლის იუბილე იზეიმეს. საქართველოში კი ლიერაკის ოფიციალური წარმომადგენელი, ფარმაცევტული კომპანია “ჯიპისი” გახლავთ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები