6.8 C
Tbilisi
Sunday, November 13, 2022

კიანუ რივზს ახალი რჩეული ჰყავს

კიანუ რივზი 2 წლიანი პაუზის შემდეგ ქალთან ერთად პირველად დააფიქსირეს. ჯერ კიდევ 2013-ში 51 წლის მსახიობი კოლეგას – ანა სკიდანოვას ხვდებოდა, თუმცა მას მერე, რაც რჩეულთან კონტაქტი გაწყვიტა, ჰოლივუდელი ვარსკვლავი მარტოა. ბევრი წერდა, რომ რივზს გული იმდენად ატკინეს, რომ ქალებისკენ გახედვაც აღარ უნდაო. რამდენიმე სკანდალურმა გამოცემამ ბრძნული ეჭვები მსახიობის ორიენტაციასთან დაკავშირებითაც გამოთქვა, მაგრამ ირკვევა, რომ რივზმა უბრალოდ შესვენება აიღო და ამჯერად უკვე ახალი რჩეული ჰყავს.

ჰოლივუდელმა პაპარაცებმა მსახიობი უცნობი ქალბატონის გარემოცვაში, რესტორან “შატო მარმონთან“ დააფიქსირეს. წყილი სწორედ ამ უკანასკნელისკენ მიემართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რივზს დასვრილი, დაძონძილი სამოსი ეცვა, რესტორნის ფეისკონტროლს ვარსკვლავისთვის არაფერი უთქვამს და წყვილი შენობაში ულაპარაკოდ შეუშვა.

რა თქმა უნდა პაპარაცებს რესტორნიდან ფეხი არ მოუცვლიათ. რამდნეიმე საათში წყვილი შენობიდან გარეთ გამოვიდა. მანამ, სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ, კიანუმ თავი ვერ შეიკავა და თანამგზავრს მხურვალე კოცნაც აჩუქა. მოკლედ, ესეც იმის დასტური, რომ “სიჩქარის“ ვარსკვლავს ორიენტაცია არ შეუცვლია და ისევ ქალბატონები იზიდავს.

რაც შეეხება ცნობილი მსახიობის კარიერას, არც ეს უკანასკნელი განიცდის სიახლეების ნაკლებობას. ასევე 2 წლიანი პაუზის შემდეგ, რივზის მონაწილეობით, წლის ბოლოს ეკრანებზე კორტნი ჰანტის თრილერი – “The Whole Truth” გამოვა. მოგვაინებით ელოდებიან გი მალიკ ლინტონის დრამის – “Daughter Of God”-ის პრემიერას, რომელშიც მთავარ როლს ასევე რივზი ასრულებს. 2016 წლის ბოლომდე კი არტისტის მონაწილეობით კიდევ 5 სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის გამოსლა იგეგმება.

Latest Posts

ბოლო სიახლეები