8.8 C
Tbilisi
Friday, November 11, 2022

ხმები ინგა გრიგოლიას გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა – „მე მომკლეს, ბაბუ…“

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აქვეყნებს ერთ-ერთი საიტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მკითხველს მისი გარდაცვალების შესახებ ატყობინებენ. ტელეწამყვანი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი გახლავთ, თავად ეხმაურება ამ „ინფორმაციას“ და წერს: „მე მომკლეს, ბაბუ… საგიჟეთში ვცხოვრობ პრაქტიკულად, თანაც, არა მხოლოდ მე“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ზოგიერთი საიტი თავს უფლებას აძლევს, გაავრცელოს რომელიმე ცნობილი ადამიანის გარდაცვალების მოგონილი ამბავი, რომ ამით უფრო მეტი მკითხველი შეიტყუოს საკუთარ საიტზე. ასე რომ, მეტი დაკვირვება გმართებთ, როდესაც ამგვარ სიახლეებს ეცნობით ამა თუ იმ საიტზე.

Latest Posts

ბოლო სიახლეები