ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას: ქართველ კალათბურთელს All STAR-ზე მოხვედრის შანსი აქვს

0
38

ზაზა ფაჩულია NBA-ში დიდებულ სეზონს ატარებს. ”დალასში” გადასული საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა და პირადი სტატისტიკაც შთამბეჭდავი აქვს. ამ ყველაფრის შედეგი კი გახლავთ ის, რომ არ არის გამორიცხული ქართული კალათბურთისთვის კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცელი ჩაიწეროს – ქართველმა ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღოს მონაწილეობა. ზაზას “ოლ სთარის” რეალური შანსი გაუჩნდა. ამ ისტორიული მოვლენისთვის კი საჭიროა ზაზამ საჭირო რაოდენობის ხმები მოაგროვოს. ტექნიკურად ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

გთავაზობთ ბმულს, სადაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ქართველ სპორტსმენს და ამით ხელი შევუწყოთ ქართველის ტიტანებში მოხვედრას.

შევდივართ მითითებულ ლინკზე, ლათინური ასოებით ძებნაში ვუთითებთ ZAZA PACHULIA–ს და ვაჭერთ ხმის მიცემის ღილაკს (VOTE).

http://vote.nba.com/?iref=asv16_nbadrd&cid=asv16_nbadrd##groupP

გარდა ამისა, არსებობს ხმის მიცემის სხვა საშუალებაც. შევდივართ ფეისბუქის გევრდზე და ვპოსტავთ ფბ–სტატუსს #NBAVote Zaza Pachulia

დღეში ერთხელ უნდა აკრიფოთ ეს ჰეშთაგი და ერთ ხმად ჩაითვლება.

ზემოთნახსენები ჰეშთაგი (ზუსტად ისე, როგორც წერია) შეგიძლიათ ჩასვათ ინსტაგრამსა და ტვიტერზე.
ნახეთ ვიდეო, როგორ მივცეთ ზაზა ფაჩულიას ხმა:
[jwplayer mediaid=”9951″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here