ხელოვნების დღესასწაული იწყება! – როდის აიღებს სტარტს ფესტივალი “საჩუქარი”?!

0
20

ხელოვნების დღესასწაული იწყება! – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” 2015 სარტს 17 ოქტომბერს აიღებს, რომლის ფარგლებშიც ქართველი, გერმანელი, ლიტველი, რუსი, ლატვიელი და სამხრეთ აფრიკელი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.

“საჩუქარი” ვარდების ბაღში დაგეგმილი კონცერტით გაიხსნება. ფესტვალ “Gift”-ის პროგრამის ფარგლებში მაყურებელეს საშუალება ექნება ნახოს ისეთი სპექტაკლები, როგორებიცაა: “რუსული ბლიუზი. სოკოზე წასვლა”, “ბიძები და დეიდები”, “მადაგასკარი”, “ევგენი ონეგინი” და სხვა სპექტაკლები. “საჩუქარზე” ასევე წარმოდგენილი იქნება ქართველი ქართველი მხატვრების ნატალია კლდიაშვილისა და სიმონ მაჩაბლის გამოფენები.

შეგახსენებთ, რომ “საჩუქარი“ 1997 წლიდან იღებს სათავეს. ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა 300-ზე მეტ სახელოვნებო კოლექტივს უმასპინძლა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე გაგრძელდება, ბილეთების შეძენა კი უკვე შესაძებელია…