ხავიერ ბარდემი პაბლო ესკობარის როლში – 14 ივნისიდან ქართულ კინოთეატრებში

0
1907

14 ივნისს ქართულ კინოთეატრებში პრემიერაა. ვარსკვლავი ცოლ-ქმრის, ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის შესანიშნავი ტანდემი ესპანურ დრამაში „გიყვარდეს პაბლო“, ქართულ თარგმანში კი „ესკობარი“ ასახავს ცნობილი ნარკობარონის პაბლო ესკობარისა და კოლუმბიელი ჟურნალისტის, ვირჯინია ვალეხოს რამდენიმეწლიან სიყვარულის ამბავს.

ფილმი დაფუძნებულია ჟურნალისტის ბესტსელერზე „გიყვარდეს პაბლო, გძულდეს ესკობარი“, სადაც ის თავად მოუთხრობს მკითხველს ესკობართან ურთიერთობის შესახებ. პენელოპა კრუსი სწორედ ვირჯინიას როლს ასრულებს.

ფილმი მონაწილეობდა ვენეციის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში, ასევე იყო 2017 წლის ტორონროს საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეც. კინოსურათის რეჟისორი გახლავთ ფერნანდო ლეონ დე არანოია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here