ხატია სიჭინავას ორსულობა მოენატრა: “40-მდე მეოთხესაც გავაჩენ…“

0
101

ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ და სამი გოგონა ჰყავთ. ხატიაც და რამაზიც ინტერვიუებსა თუ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსებში ხშირად აღნიშნავენ იმას, როგორი ბედნიერები არიან და სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს.

ხატიას არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უნდა, რამაზს ბიჭი აჩუქოს. ახლახან სოციალურ ქსელში ორსულობის დროინდელი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “როგორ ვთქვა, მაგრამ ორსულობა მომენტრა…“

ხატიას ვკითხეთ, ხომ არ აპირებს უკვე მეოთხის გაჩენას.

ხატია სიჭინავა:

ბავშვები რომ მივაყოლე, ჯანმრთელობაზე პრობლემები შემექმნა. ჩემი თავი მუცლის გარეშე ცოტა მეუცხოვება, მაგრამ კიდევ სამი წელი გაჩენა არ შეიძლება ჩემთვის. როცა ორ ორსულობას შორის მცირედი პაუზაა, ორგანიზმი აღდგენას ვერ ასწრებს. როგორც ამიხსნეს, ყველაზე ჭკვიანურია 3-წლიანი შუალედები, ანუ ქალის ორგანიზმს სამი წელი სჭირდება აზრზე მოსასვლელად. 40-მდე მეოთხესაც გავაჩენ (იღიმის).

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here