ხატია სიჭინავას ემოციური პოსტი – “მე არასოდეს არ ველი სიკეთის საფასურს”

0
37

“ბეწვის ხიდი… ხიდი რომელსაც ყველა ადამიანი გავდივართ ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე. წონასწორობა თუ არ შეინარჩუნე შეიძლება მომენტალურად აღმოჩნდე რუინებში. ჩვენ ადამიანები ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ გასროლილ სიტყვებს, რომლებიც არ იკარგებიან როგორც ჩვენ გვგონია. ყოველდღიურ საქციელებს, რომლებსაც ყველა სხვა ადამიანი თავისებურად გებულობს. ვცდილობთ სამყარო ჩვენს ტანზე მოვირგოთ. მაგრამ სამყაროს თავისებურება აქვს უცებ დაგვიპატარავდეს. ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ამ ბეწვის ხიდზე ხელს გვიწვდის რომ არ ჩაგვიწყდეს, მაგრამ ჩვენ ან ვერ ვხედავთ ამ ხელს ან ჯიუტად განვაგრძობთ თავდაჯერებულად წინ სვლას. რა გველის წინ, რა იქნება ხვალ არავინ არ იცის. მე ერთი რამის მჯერა, იყავი თავისუფალი, აკეთე სიკეთე არა იმიტომ რომ ვიღაცამ დაგინახოს, მარტო იმიტომ რომ თვითონ გსიამოვნებდეს. მე არასოდეს არ ველი სიკეთის საფასურს. მე ვაკეთებ, როგორ მიიღებთ თქვენ ეგ მხოლოდ თქვენი გადასწყვეტია. რაც შეეხება ბეწვის ხიდს … მე ყოველთვის გელოდებით ხიდის მეორე მხარეს, მთავარია თქვენ დაიცვათ წონასწორობა და არ ჩაგიწყდეთ ის. არ მჯერა და არ დავიჯერებ რომ მეგობრობას აქვს ვადა რომელიც რაღაც დროს იწურება.” – წერს სოციალურ ქსელში ხატია სიჭინავა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here