ხატია სიჭინავა: „საბედნიეროდ, დავასრულე გამრავლების ეტაპი…“

0
1184

ხატია სიჭინავა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, რომ ამჟამად სოფლური ცხოვრება აქვს და გადაწყვიტა, კიკეთში, სადაც ოჯახს აქვს სახლი, მოაწყოს სათბური და მოიყვანოს ყველანაირი ბოსტნეული, რაც სჭირდება.

„ჩემი ყოველი დღე მძაფრია და ყოველი წელი გარდამტეხია. ალბათ, იცით, რომ ყოველ წელს ახალი შვილი მყავს. უკან რომ ვიყურები, სულ ჩემს ორსულ თავს ვხედავ. საბედნიეროდ, დავასრულე გამრავლების ეტაპი. მე და ჩემმა ქმარმა ქვეყნის წინაშეც მოვიხადეთ ვალი და მრავალშვილიანი ოჯახი გვაქვს. მეხუთე შვილი, ალბათ, გამორიცხულია… არ ვიცი, ქვეყანას წინ რა ელოდება და პირველად ჩემს ცხოვრებაში ვამბობ, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ასეთ რეალობაში მეხუთე შვილის გაჩენა შეუძლებელია. ამ ოთხი შვილით სად წავიდე და რომელ ქვეყანას ჩავბარდე, იმას ვფიქრობ…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here