ხატია სიჭინავა გია ჯაჯანიძეს: “როგორც არ უნდა შეგშურდეს გია, მე ჩემი ქმარი მაინც მეყვარება“

0
4034

“როგორც არ უნდა შეგშურდეს გია, მე ჩემი ქმარი მაინც მეყვარება“ – ეს განცხადება ხატია სიჭინავამ გია ჯაჯანიძის გადაცემაში გააკეთა.

გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტს ჰკითხა, რატომ აღიზიანებდა ხალხს, მისი და მისი მეუღლის რომანტიული ფოტოებით, რაზეც ხატიამ შემდეგი პასუხი გასცა: “როცა მივხვდი, რომ ხალხს აღიზიანებდა ჩემი და ჩემი ქმრის ფოტოები, ორი თვის წინ ორივემ გავაუქმეთ ფეისბუქი და არასდროს აღვადგენთ. ძალიან ბევრ ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებდი ფეისბუქით და ახლა თავს გადასარევად ვგრძნობ. ჩვენ გვახსოვს, როგორ ჭორაობდნენ მეზობლები და ახლა ამან ფეისბუქზე გადაინაცვლა. როგორც არ უნდა შეგშურდეს გია, ჩემი ქმარი მაინც მეყვარება. რატომ შურთ ვერ ვხვდები, ადექი და თავადაც შეიყვარე ვინმე“ – განაცხადა ხატიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here