ხატია შამუგია: „ამ გადაწყვეტილების გამო ერთი კვირა არ მეძინა…“

0
2612

ზუსტად 20 წლის წინ ფმ სივრცეში რადიო „ფორტუნა“ გავიდა ეთერში, რადიო, რომელმაც უამრავი ახალი სტანდარტი დაამკვიდრა ქართული რადიოს ისტორიაში და ასევე ქართულ ჟურნალისტიკას ბევრი ახალი სახეც შესძინა. ხატია შამუგია ერთ-ერთი მათგანი იყო. დღეს ის „ფორტუნაში“ აღარ მუშაობს, მაგრამ ხშირად არის რადიოში, თავისი სამსახურიდან გამომდინარე და აქ თავს არა სტუმრად, არამედ მასპინძლად გრძნობს…

ხატია შამუგია:

მე რომ მოვედი, რადიო „ფორტუნა“ უკვე ერთი წლის ხდებოდა და ძალიან პოპულარული იყო. მე გადმოვედი სხვა რადიოდან. ჩემმა მეგობარმა გიორგი მშვენიერაძემ, რომლის მადლიერიც ვარ მთელი ცხოვრება, შემატყობინა, რომ არსებობს „ფორტუნა“, რომელსაც აქვს უდიდესი ტექნიკური აღჭურვილობა და სრულიად სხვა სტანდარტები ფმ სივრცეში და აცხადებდნენ კონკურსს რადიო „ერასთვის“ წამყვანების შესარჩევად. პრაქტიკას გავდიოდი „ფორტუნაში“ და აქვე დამტოვეს, რადგან ჩათვალეს, რომ ამ რადიოს ფორმატს ვერგებოდი.

აქ დაიწყო ჩემი კარიერა, წინსვლა, ჩემი პოპულარობა, კონცერტების წაყვანა და ა.შ. ეს არ იყო რადიო, სადაც უბრალოდ, წამყვანს აიყვანდნენ, დაჯდებოდა და ილაპარაკებდა ეთერში, აქ ყველაფერს უდგებოდნენ სხვა სტანდარტით, პროფესიონალურად – თეატრალური უნივერსიტეტიდან მოდიოდა ქალბატონი ნუნუ ხეთურელი, რომელიც მეტყველებაში გვავარჯიშებდა. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here