14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი პარიზში, ეიფელის კოშკთან გაიმართა. ღონისძიებაზე გამოდიოდა ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც მოცარტის „ადაჯიო“ შეასრულა.
პიანისტის შესრულებით აღფრთოვანება ვერ დამალა მსმენელმა და ასევე სოცქსელებშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.