ხატია ბუნიათიშვილის რეპეტიციის პირველი კადრები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან

0
1243

ხატია ბუნიათიშვილი 15 სეტქემბერს, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. დირიჟორი, რასაკვირველია, ვახტანგ კახიძე იქნება.
ხატია უკვე თბილისშია. ის ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში რეპეტიციას გადის დირიჟორსა და ორკესტრთან ერთად.
კადრებს პირველი რეპეტიციიდან რეჟისორი დავით გერსამია საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მოლოდინი კონცერტის მიმართ ძალიან დიდია, რადგან ხატია საქართველოში იშვიათად ჩამოდის. მის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ორ საათში სრულად გაიყიდა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here