ხატია ბუნიათიშვილის გრანდიოზული კონცერტის დეტალები

0
1351

ის, რომ იყო მსოფლიო დონის პიანისტი, საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და წარმატებით ატარებდე საქართველოს სახელს საზღვრებს გარეთ, არც თუ ისე მარტივია. ხატია ბუნიათიშვილი კი, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მსოფლიო წარმატების მიუხედავად ყველაზე კარგად თავს მაინც მის სამშობლოში გრძნობს და საქართველოში ჩატარებულ კონცერტებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. მრავალი პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის ხშირმა სტუმარმა, სახელგანთქმული სიმფონიური ორკეტრებისა და დირიჟორების სასცენო პარტნიორმა კი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში კონცერტი გამართა. ის მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის სცენაზე სერგეი რომანოვის კონცერტით წარსდგა, დირიჟორი კი გახლდათ ვახტანგ კახიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here