მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოშია. 14 სექტემბერს ის ცნობილ მაესტროსთან, ზუბინ მეტასთან და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს. ხატია და მაესტრო უკვე მართავენ რეპეტიციებს. ახლახან გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ ემზადებიან ხვალინდელი გამოსვლისთვის ქართველი მსმენელის წინაშე.
კონცერტს წინანდალში, სადაც სპეციალურად ამ თარიღისთვის და კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის 1000-კაციანი ამფითეატრი აშენდა, „სილქ როუდ ჯგუფი“ წარმოგვიდგენს. ვინც კონცერტზე დასწრებას ვერ მოახერხებთ, „სილქი“ მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. აღსანიშნავია, რომ კონცერტამდე დიდი ხნით ადრე უკვე არც ერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი…ფოტოები