Kevin Zegers-ი ტყუპების მამა გახდა

0
79

მსახიობი Kevin Zegers-ი და მისი მეუღლე Jaime Feld-ი ტყუპების მშობლები გახდნენ – სასიხარულო ამბავი ახალბედა მამიკომ თვითერის საშუალებით გაამხილა და ცოლს მადლობა გადაუხადა ასეთი შესანიშნავი საჩუქრისთვის.

როგორც ცნობილია ახალშობილებიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ცოლ-ქმარმა პატარა ქალიშვილებს Zoe Madison-ი და Blake Everleigh Zegers-ი დაარქვეს. შეგახსენებთ, რომ Zegers-ი და Feld-ი 2012 წელს, ურთიერთობის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ დაინიშნეს. წყვილის ქორწინების შესახებ კი 2013-ის აგვისტოში გახდა ცნობილი.