Kendall Jenner-სა და Nick Jonas-ს რომანი აქვთ?!

0
43

Nick Jonas-ი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად არა მუსიკალური საქმიანობის, არამედ პირადი ცხოვრების გამო – ბოლო დროს ტაბლოიდები ბევრს საუბრობენ, რომ მუსიკოსს “Keeping Up with the Kardashians”-ის ვარსკვლავთან და მოდელთან – Kendall Jenner-თან აქვს რომანი.

შემსრულებელმა გადაწყვიტა გავრცელებული ხმებისთვის ბოლო მოეღო და E! News-თან თავისი პირადი ცხოვრების შესახებ გულახდილად ისაუბრა. Kendall-ი შესანიშნავი მეგობარია“ – აცხადებს მომღერალი. ჭორების გავრცელების მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ საერთო მეგობრები ჰყავთ – Nick-ის ძმა Joe Jenner-ის მეგობრის Gigi Hadid-ის შეყვარებულია, ამის გამო ისინი ერთად ხშირად ჩნდებიან საზოგადოებაში…

როგორც Nick Jonas-ი ამბობს ცხოვრების ამ ეტაპზე მარტო ყოფნა ურჩევნია. მას სურს თავისი დრო შემოქმედებას და მუსიკას დაუთმოს – როგორც იცით რამდენიმე თვეში შემსრულებლის ახალი ალბომის რელიზია დაგეგმილი. შესაძლოა მისი გამოსვლის შემდეგ მაინც მოიცალოს Nick-მა პირადი ცხოვრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, მომღერალს რომანი ჰქონდა ამერიკელ მოდელ Olivia Culpo-სთან, რომელსაც მიმდინარე წლის ივნისში დაშორდა…