კეიტ მიდლტონი მესამე შვილს ელოდება

0
32

სამეფო ოჯახში კიდევ ერთხელ ელიან მატებას. და როგორც ჩანს ეს არც პირველი შემთხვეაა და არც უკანასკნელი – კეიტი პატიოსნად ასრულებს ოდესღაც დადებულ პირობას, რომ 36 წლამდე აუცილებლად 4 შვილს გააჩენდა – მოკლედ, ბრიტანული ტაბლოიდების საყავრელი თემა კვლავ აქტუალურია – კეტრინ მიდლტონი ორსულადაა და აგერ უკვე 7 ოფიციალური მიღება გააცდინა იმის გამო, რომ ტრადიციული პროპბლემა აწუხებს – დილის ტოქსიკოზი.

უილიამი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა, აი, მის მეუღლეს, კი სიხარულის თავი ნამდვილად არ აქვს – კემბრიჯის ჰერცოგინია ტრადიციულ პრობლემას შეეჯახა – ქალი თავს ცუდად გრძნობს და წინა ორ გამოცდილებას თუ გავითვლისწინებთ კიდევ რამდენიმე თვე ამ ტანჯვა-წამებაში მოუწევს ყოფნა.

კეტრინ მიდლტონსა და პრინც უილიამს ორი შვილი ჰყავთ – 2 წლის პრინცი ჯორჯი და ქალიშვილი, შარლოტა, რომელიც ქვეყანას სულ ახლახან, მაისში მოევლინა – “ორივე მათგანი ღვთის საჩუქარია“ – ამბობს სამეფო ტახტის მემკვიდრე, უილიამი, „თუმცა, რ საკვირველია პასუხისმგებლობამ მოიმატა, ახლა ერთდროულად ორ ბავშვს უნდა ვადევნოთ თვალი. თანაც ჯორჯი ნამდვილი პატარა მაიმუნია“ – ხუმრობს კემბრიჯის ჰერცოგი.

როგორც ტაბლოიდები ამტკიცებენ, მესამე შვილზე მინიშნება უილიამმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, როდესაც ჟურნალსიტის კითხვაზე, კიდევ ხომ არ აპირდებდნენ შვილების ყოლას, სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ღიმილით განაცხადა, მართალია შარლოტა ჯერ სულ პატარაა, მაგრამ არავინ იცის რა მოხდებაო. ამასობაში კი გამოჩნდა წყარო, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანას სულ მალე კიდევ ერთი გვირგვინოსანი მოევლინება – ასე რომ, სამეფო ოჯახის ფანებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ მოუწვეთ რომელიმე პრესტიჟულ სამშობიარო სახლთან დღე-ღამის თენება და ახალნამშობიარევი კეტრინ მიდლტონისა და კიდევ ერთი ჩვილის ლოდინი.